რუსეთის კამჩატკის მხარეში МиГ-31-ის ტიპის გამანადგურებელი-გზაგადამჭრელი თვითმფრინავი ჩამოვარდა.
თვითმფრინავი ავაჩინის ყურის თავზე დაგეგმილი ფრენის დროს ჩამოვარდა. მაშველები ეკიპაჟის წევრებს ეძებენ.
რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტში ამბობენ, რომ თვითმფრინავი შეიარაღებული არ ყოფილა.
რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციის მიხედვით, 2010 წლიდან მოყოლებული, ეს არის მე-18 МиГ-31, რომელმაც ავარია განიცადა.