გორში კაცის ცხედარი იპოვეს

გორში, სოფელ გარეჯვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

დამატებით დეტალებზე შსს-ში ჯერჯერობით არ საუბრობენ. 

კომენტარები