რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

2 ივლისს ღამით უკრაინამ 3 Kalibr-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა და 8 რუსული დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო სარდლობის ინფორმაციით, უკრაინამ გასულ ღამეს 8 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი და სამი Kalibr-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა Kalibr-ის რაკეტებით უკრაინაზე თავდასხმა შავი ზღვის წყლებიდან განახორციელა. 

გარდა ამისა, 2 ივლისს კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმამ რამდენიმე სახლი დააზიანა, ასევე, დაშავდა ერთი მამაკაცი.

მანამდე, ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსსამსახურის უფროსმა, ალექსანდრ ტოლოკონიკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ ღამეს ოკუპანტების თავდასხმისას 13 წლის ბავშვი დაშავდა.

1 ივლისს რუსეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხა ხერსონის საცხოვრებელ უბნებს. თავდასხმისას ერთ-ერთი ჭურვი სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი დაშავდა. 

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები გრძელდება უკრაინის ტერიტორიაზე სამი მიმართულებით - ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას ფრონტებზე, სადაც, გასულ ღამეს 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

კომენტარები