საქართცველოს პარლამენტი

პრემიერი ოპოზიციაზე: რისი თავი აქვთ – ნებისმიერ კანონდარღვევაზე მიიღებენ ათჯერ მეტ პასუხს!

გამოწვევები სახეზეა. ერთ-ერთი ბოლო ამის გამოვლინება, მცდელობა ამ დესტრუქციულ-ანარქისტული მოძრაობის იყო მარტის აქციები. ეს იყო ძალიან თვალსაჩინო მაგალითი, რომ ერთ-ერთი მღელვარება, რომელიც შეიქმნა ხელოვნურად მათ მიერ ორგანიზებული, მათ შორის ახალგაზრდების, ბევრი გულწრფელი ახალგაზრდის მღელვარება სცადეს, რომ გამოეყენებინათ საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. ამ ნაწილში საფრთხეები რჩება. ისინი არ უშვებნენ ხელიდან რაიმე პატარა შანსს, რომ ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაცია. 

მინდა შევახსენო საზოგადოებას პრიგოჟინის ამბოხის მიმართ მათი აღტაცება და მათი გამონათქვამები, მიზნები და ბინძური ზრახვები, ყოფილი არარაობა ჭიაბერაშვილის გამონათქვამები. საერთოდ რისი თავი აქვთ? ამათ თუ წარმოუდგენიათ, რამე გაბედონ და აქ ჩვენი ხელსუფლება  და ჩვენი ხალხი დაუწყებს ამათ ყურებას... ნებისმიერ კანონდარღვევაზე მიიღებენ ათჯერ მეტ პასუხს. როგორც მიიღეს პასუხი შვიდ-რვა მარტს, ათჯერ მეტს მიიღებენ პროპორციულად, იმის მიხედვით, როგორც მოიქცევიან დესტრუქციული ძალები. 

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშის წარდგენის ფარგლებში დასმულ კითხვაზე. 

კომენტარები