რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვა უკრაინას M113-ის ტიპის 10 ჯავშანტრანსპორტიორს და საბრძოლო მასალას გადასცემს

ავსტრალიური არმიის M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი
Australian Defence Magazine

ლიტვა უკრაინას NASAMS-ის გამშვებ დანადგართან ერთად დამატებით ჯავშანტრანსპორტიორებს და საბრძოლო მასალას გადასცემს. ამის შესახებ ლიტვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუშაუსკასი სოციალურ ქსელში წერს.

ანუშაუსკასმა თქვა, რომ უკრაინისთვის ლიტვის სამხედრო დახმარების პაკეტი M113-ის ტიპის 10 ჯავშანტრანსპორტიორს მოიცავს, რითაც ლიტვის მიერ უკრაინისთვის მოწოდებული ჯავშანტრანსპორტიორების საერთო რაოდენობა 72 ერთეულს მიაღწევს.

გარდა ამისა, მთლიანობაში ლიტვამ 2023 წელს უკრაინისთვის 12.5 მილიონი საბრძოლო მასალა შეუკვეთა, რომლიდანაც 2.5 მილიონი დანიშნულების პუნქტს მალე მიეწოდება.

ლიტვის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში უკრაინას ასევე გადაეცემა ათასობით ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალა ყუმბარმტყორცნებისთვის.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი გამშვების ღირებულება, რომლის შეძენა ლიტვამ უკრაინისთვის გადაწყვიტა, დაახლოებით 9.8 მილიონი ევროა.

კომენტარები