ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ ვილნიუსმა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის ორი სისტემა უკრაინაში გასაგზავნად შეიძინა. ამის შესახებ ნაუსედა Twitter-ზე წერს.
"საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარია". - აღნიშნა ნაუსედამ.
ნაუსედა კიევში დღეს დილით მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. იგი თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ორი ლიდერი განიხილავს ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს მომავალ სამიტს, კიევის მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ლიტვის სამხედრო დახმარებას.