ნინო სალუქვაძე

ნინო სალუქვაძე ოლიმპიადაზე მეათედ იასპარეზებს

Europop

ნინო სალუქვაძე პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე იასპარეზებს. ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა პოლონეთში გამართულ შეჯიბრზე ლიცენზია მოიპოვა.

ქართველმა ტყვიის მსროლელმა ევროპულ თამაშებზე ძალები სპორტული პისტოლეტიდან 25 მეტრიდან სროლაში სცადა და კვალიფიკაციაში 579 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა, რამაც მედლისთვის ბროლის შანსი დაუტოვა.

ნინო სალუქვაძე ისტორიაში პირველი ქალი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე მათედ იასპარეზებს. სალუქვაძემ თავისივე რეკორდი - ოლიმპიადაზე ცხრაჯერ ასპარეზობა, გააუმჯობესა. 2016 წელს ცოტნე მაჭავარიანი და ნინო სალუქვაძე გახდნენ პირველი დედა-შვილი, რომლებმაც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ერთად იასპარეზეს.

სალუქვაძისთვის ეს რიგით მეათე ოლიმპიური თამაშებია. პირველად ქართველი სპორტსმენი 19 წლის ასაკში, 1988 წელს, სეულის ოლიმპიადაზე გამოჩნდა და ასპარეზობა ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით დაასრულდა. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადა სალუქვაძემ ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 

კომენტარები