ჩინეთი-საფრანგეთი

ლი ციანგი ჩინეთს და ევროპას: განსხვავებებზე მაღლა დადექით

ჩინეთის პრემიერმინისტრი, ლი ციანგი ახალი გლობალური დაფინანსების პაქტის სამიტზე მისვლისას, 2023 წლის 23 ივნისი
Lewis Joly/Pool via REUTERS

ჩინეთის პრემიერმინისტრი, ლი ციანგი, რომელიც ქვეყნის მეორე პირის რანგში პირველად მართავს უცხოურ ტურნეს, პარიზში ემანუელ მაკრონის ინიციატივით გამართულ ახალი გლობალური დაფინანსების პაქტის სამიტს ესწრება.

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ლიმ ჩინეთსა და ევროპას მოუწოდა გლობალური პრობლემების გადასაწყვეტად "განსხვავებებზე მაღლა დადგნენ" და "კრეატიული გადაწყვეტილებები" მიიღონ.

ლის თქმით, ჩინეთი გააგრძელებს მეგობარი განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას და გათიშვისა და მომარაგების ჯაჭვების გაწყვეტის ყველანაირ ფორმაზე უარს იტყვის.

საფრანგეთში ჩასვლამდე ლი ციანგი ბერლინს სტუმრობდა, სადაც გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრა გამართა.

კომენტარები