ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 27 ივნისამდე – გარემოს ეროვნული სააგენტო

23 ივნისს საქართველოში  წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"გრილი და უხვნელექიანი ამინდის შემდეგ, 24 ივნისს მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს, ხოლო 25-26 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს".-ვკითხულობთ განცხადებაში. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქ. თბილისში 23-24 ივნისს წვიმაა მოსალოდნელი, 25-26 ივნისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი იქნება. 

კომენტარები