რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ რუსეთიდან წიგნების კომერციული მიზნით იმპორტი აკრძალა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე ბერლინში, 14 მაისი, 2023.
REUTERS/Fabrizio Bensch

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთიდან წიგნების კომერციული მიზნებით იმპორტს კრძალავს

"მე მჯერა, რომ ეს კანონი სწორია". - წერს ზელენსკი Telegram-ზე და დასძენს, რომ მან ხელი ასევე მოაწერა კანონპროექტს, რომელიც წიგნების კომერციულ იმპორტს ბელარუსსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც კრძალავს.

კანონპროექტი, რომელსაც უკრაინის პარლამენტმა მხარი ერთი წლის წინ დაუჭირა, ასევე მოითხოვს სპეციალური ნებართვის მიღებას მესამე ქვეყნებიდან რუსულ ენაზე წიგნების შემოტანისთვის.

ზელენსკის ოფისის განცხადებით, კანონი უკრაინის კულტურული და საინფორმაციო სივრცის ანტიუკრაინული, რუსული პროპაგანდისგან დაცვას გააძლიერებს.

ასევე, უკრაინის კულტურის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ პრეზიდენტს კანონპროექტზე ხელმოწერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ამ კანონპროექტის მიღება უკრაინულ გამომცემლობებს რუსული სამყაროს დესტრუქციული გავლენისგან დაიცავს". - წერს იგი Telegram-ზე.

კომენტარები