რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, მოსკოვის ოლქში სამხედრო ობიექტებზე დრონებით თავდასხმა სცადეს

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერს, რომ გამთენიისას მოსკოვის ოლქში სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

რუსული მედიისა და სოციალური ქსელების ცნობით, ერთი დრონი ჩამოაგდეს მოსკოვის მიმდებარედ, სოფელი ლუკინოს ტერიტორიაზე, ორი კი მოსკოვის ოლქში, ნარო-ფომინსკის რაიონში, კალინინეცის დასახლებაში, სადაც განლაგებულია ტამანის დივიზია.

რუსული მხარის მტკიცებით, შემთხვევების შედეგად ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.

მოსკოვის გუბერნატორი, ანდრეი ვორობიოვი ამბობს, რომ ნარო-ფომინსკში დრონები სამხედრო საწყობების მახლობლად ჩამოაგდეს.

კომენტარები