რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონში რუსები მაშველებს დაესხნენ თავს, ერთი დაიღუპა – უკრაინა

20 ივნისს ხერსონში მაშველებს შლამისგან ტერიტორიის გაწმენდის დროს რუსები დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

"რუსულმა არმიამ შეუტია მაშველებს, რომლებიც ქალაქ ხერსონში ტერიტორიას შლამისგან ასუფთავებდნენ" - წერს ერმაკი Telegram-ზე.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ერთი წევრი დაიღუპა, რვა მაშველი კი დაშავდა.


უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ ასობით მოსახლე დაიღუპა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უარი თქვეს იმ პირების ევაკუაციაზე, ვისაც რუსული პასპორტი არ ჰქონდა. 

წინასწარი მონაცემებით, კახოვკის ჰიდროელექტორსადგურის აფეთქების შედეგად სამხრეთ ხერსონის ქალაქ ოლეშკში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

"საერთაშორისო სამართლისა და ყველა ადამიანური ნორმის დარღვევით, რუსებმა ადგილობრივი მოსახლეობა სასიკვდილოდ გაწირეს. რუსების მხრიდან ადგილობრივ მოსახლეობასთან მოპყრობაში გენოციდის ყველა ნიშანი იკვეთება და ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო უკრაინელების წინააღმდეგ ძალადობაში, სამართლებრივად აგებს პასუხს". - წერს უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი Telegram-ზე. 

მანამდე, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ხერსონის ოლქის მთავრობის ხელმძღვანელმა, ანდრეი ალექსეენკომ თქვა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ხერსონის ოლქის ქალაქი ოლეშკი კახოვკის ჰესის აფეთების შედეგად თითქმის მთლიანად დაიტბორა

კომენტარები