ჩინეთი-კუბა

კუბაში ახალი სამხედრო-სასწავლო ბანაკის გეგმის შესახებ არაფერი გვსმენია – ჩინეთის საგარეო

აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, ჩინეთი და კუბა უკვე ერთობლივად მართავენ კუნძულზე ოთხი მოსმენის სადგურს
YANDER ZAMORA/SHUTTERSTOCK

ჩინეთში აღნიშნავენ, რომ კუბაში ახალი სამხედრო-საწვრთნელი დაწესებულების გახსნის გეგმის შესახებ არაფერი სმენიათ. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა ისაუბრა

კითხვაზე თუ რა პოზიცია აქვს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს The Wall Street Journal-ში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ჩინეთი და კუბა კუნძულზე ახალი სამხედრო-სასწავლო ობიექტის გახსნაზე მოლაპარაკებებს მართავენ, ნინგმა უპასუხა:

"არ ვარ ინფორმირებული ამ ამბავთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი მხარეები უფრო მეტ ძალისხმევას ჩადებენ იმ საკითხებში, რომლებიც ხელს შეუწყობს ურთიერთნდობის გაძლიერებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებას". 

WSJ: ჩინეთი კუბაში სამხედრო-საწვრთნელი ბანაკის გახსნას გეგმავს, რის გამოც აშშ შეშფოთებულია

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჩინეთი და კუბა მოლაპარაკებებს აწარმოებენ კუნძულზე ახალი ერთობლივი სამხედრო-სასწავლო დაწესებულების გახსნაზე. 

როგორც The Wall Street Journal-ი აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ვაშინგტონი შეშფოთებულია, რადგან ამ ტიპის ბანაკის გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა, ჩინეთმა კუბაში, ფლორიდიდან 100 მილის დაშორებით შეიარაღებულ ძალები განათავსოს, პარალელურად კი სადაზვერვო ოპერაციები განახორციელოს.

ამასთანავე, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთისა და კუბის შეთანხმებისთვის ხელის შეშლას ცდილობს. 

როგორც WSJ-ი წერს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

კომენტარები