ფადი ასლი: კალაძის ცოლზე მუქარა ისეთივე დასაგმობია, როგორც ბერძენიშვილის შეურაცხყოფა

ფადი ასლი

"კალაძის ცოლზე მუქარა ქმრის ნათქვამისთვის ისეთივე დასაგმობია, როგორც კვერცხების სროლა და ლევან ბერძენიშვილის შეურაცხყოფა" – წერს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე, ფადი ასლი.

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე მაკდონალდსის საბავშვო მენიუზე თანდართულ ბროშურას "სიბინძურის პროპაგანდას" უწოდებს. საუბარია პროგრამა Happy Meal Readers-ზე, რომლის ფარგლებშიც მათ შორის მომღერალ ელტონ ჯონის ცხოვრებასა და კარიერაზეა მოთხრობილი.

კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

"ანუკი არეშიძემ უპასუხოს კითხვას, ეთანხმება თუ არა თავის ჯაგა ქმარს, რომ ელტონ ჯონის ცხოვრების ამბავი სიბინძურეა. კალაძის განცხადებას უნდა ავაკრა და ყველა გეი (ანუ ყველა) დიზაინერთან გავაგზავნო, ვისაც ეტენებიან უსაპნოდ. იცოდნენ, რომ ამ ვიღაც გორსალა ნუვო რიშებს ბინძურებად მიაჩნიათ, სანამ შეიტენიან". – დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

კომენტარები