ჯანდაცვის მინისტრი სუროგაციაზე: საქართველოდან გადის ქართული გენი

არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომ ბავშვი დაბადებამდე მოხვდეს ქვეყნის გარეთ და დაიბადოს სხვა ქვეყანაში, იქ სადაც აქვთ ამ ბავშვის გაშვილების, არ მინდა ვთქვა, მაგრამ რეალურად არის გასხვისების, პოტენციური მოლოდინი და სადაც სამწუხაროდ, ეს კომერციულ ნაწილად იქცა და ასეთი გზით საქართველოდან გადის როგორც ქართული გენი, ასევე საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ სხვადასხვა ასეთი არასწორი მიზნებისთვის.

აქედან გამომდინარე, ეს შეიზღუდება და მომდევნო წლის პირველი იანვრიდან, ეს იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაშვებული...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მთავრობის მიერ ინიცირებულ სუროგაციის შესახებ კანონზე, რომელსაც პარლამენტის ბიურო დღეს დაარეგისტრირებს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, "გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი სპეკულაცია, მითქმა-მოთქმა, განსჯა და სხვადასხვა ტიპის არასასურველი ქმედებებია, შევეცდებით, რომ დაჩქარებული ტემპით შევცვალოთ კანონის განხილვა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემაა". 

კომენტარები