რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: უკრაინასთან მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას შანსი არ აქვს

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინასთან დადებულ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას აღარ გააგრძელებს.

"აქ რაიმე საბოლოო გადაწყვეტილების პროგნოზი რთულია. მაგრამ შეიძლება ითქვას, დე ფაქტოდ რომ ვიმსჯელოთ იმ სტატუს კვოს მიხედვით, რაც გაგვაჩნია, მაშინ ამ შეთანხმებას შანსი არ აქვს. რადგან შეთანხმება გულისხმობს საქმეს მოლაპარაკებაში მყოფი სახელმწიფოების ან გაერთიანებების მხრიდან. ამ საქმის ნაწილი გაკეთდა, მეორე ნაწილი კი, რაც რუსეთის ფედერაციას ეხებოდა, არ შესრულებულა, იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა რამდენჯერმე გამოიჩინა კეთილი ნება, მიდიოდა დათმობებზე, არაერთხელ გაახანგრძლივა... ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რაც ახლა გაგვაჩნია, მაშინ, რა თქმა უნდა, პერსპექტივა არ არსებობს და არ არსებობს მისი გახანგრძლივების საფუძველი, რადგან რასაც დაგვპირდნენ, აქამდე არ შეუსრულებიათ". – თქვა პესკოვმა.

ამას გარდა, 17 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის დროს ირწმუნებოდა, რომ შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, რომლის გაშვებაზეც რუსეთის კიევთან იყო შეთანხმებული, აფრიკის საკვების კრიზისს არ ეხმარება, რადგან პროდუქტი ძირითადად მდიდარ ქვეყნებში შედის.

აქამდე, ამ კვირაში ვლადიმირ პუტინი ირწმუნებოდა, რომ დასავლეთმა რუსეთი კიდევ ერთხელ მოატყუა მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში და მოსკოვი მის დატოვებას ფიქრობდა. მაისის შუა რიცხვებში, რუსეთის მიერ შეთანხმების დატოვების საფრთხის მიუხედავად, ის ორი თვით გახანგრძლივდა. 

შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიევმა შესაძლოა დაუშვას რუსული ამიაკის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიაზე გავლით, თუ რუსეთისგან და გაეროსგან მიიღებენ გარანტიას, რომ მარცვლეულის შეთანხმება შეუფერხებლად იმუშავებს.

რუსეთი უკრაინას პერიოდულად ადანაშაულებს, რომ მათი შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე თავდასხმებს ოდესის პორტიდან ახორციელებენ და მარცვლეულის შეთანხმებას არღვევენ.

კომენტარები