დაკარგული გოგონა

დიდ დიღომში დაკარგულ 11 წლის გოგოს ეძებენ

განახლება - 11 წლის მარიამი უვნებელი იპოვეს. მოზარდი მშობლებთან იმყოფება.


რამდენიმე საათია, რაც დიდ დიღომში მოზარდს ეძებენ. დაკარგული 11 წლის მარიამია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს აცვია მწვანე ზედა და ბოლოს მწვანე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს. 

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. სამძებრო სამუშაოებში ათეულობით ადგილობრივი მცხოვრებია ჩართული. 

კომენტარები