თუ კანდიდატის სტატუსზე პასუხი იქნება უარყოფითი, ეს ამ შემთხვევაშიც იქნება უსამართლო გადაწყვეტილება. მთავარი სამზადისი ამისთვის ოპოზიციის არის განცხადებები, რომ არ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი და შემდეგ დავამხოთ. ვხედავთ, რომ ჯგუფებს ამზადებენ, ტესტირება არის და ეს მოლოტოვის კოქტეილებიც ამის შემადგენელი ნაწილია. ის სემინარები, სადაც იარაღს ატრიალებენ და სადაც რევოლუციაზე საუბრობენ, ამის შემადგენელი ნაწილია. ეს არის გაშლილი ფრონტი, სადაც ხდება ძალადობის კულტივირება სხვადასხვა გზით, მათ შორის, ასეთი მეთოდებით, დღეს რაც იყო პარლამენტის სხდომათა დარბაზში. აგრესიის დაგროვება და მისი რაც შეიძლება მეტად ჩვენება, იმისთვის, რომ, როდესაც კულმინაციამდე მივა საქმე. ის იარაღის სემინარები რატომ არის უცხოური დაფინანსებით რომ აკეთებენ და გირჩს რომ უფინანსებენ ამ ღონისძიებებს. სინამდვილეში, საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღარ ჰქონდეთ გაუცხოება იარაღის მიმართ და როგორც მოლოტოვის კოქტეილს დაავლო ხელი ვიღაცამ, ესროლა ცოცხალ ადამიანს და წვავდა, ასე დაავლოს ხელი, როდესაც მიაჩეჩებენ იარაღს, გაისროლოს და მოკლას ადამიანი. ეს არის რისკენაც მიყავთ ყველაფერი.
შალვა პაპუაშვილი
პაპუაშვილი: გირჩის სემინარების მიზანია, საქმე საქმეზე რომ მიდგება, გაისროლონ და მოკლან
tbl.ge/6enh
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილი TV IMEDI-ს ეთერში.
შალვა პაპუაშვილიპარლამენტის თავჯდომარექართული ოცნებაგირჩი - მეტი თავისუფლებაკანდიდატის სტატუსიევროკავშირი-საქართველო
ამავე თემაზე
- პაპუაშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ ავიღეთ, მაგრამ შეიძლება, თავი გაიუქმოს ოპოზიციამ
- პაპუაშვილი: როგორ შეიძლება შეედავო რუსეთს, როცა თვითონ არღვევ წესებს
- პაპუაშვილი ზოსიმეს ხელნაწერზე: ერთი მადლობა გენანებათ ბიძინა ივანიშვილისთვის
- პაპუაშვილი პარტნიორებზე: ზურაბიშვილის მიწვევით ამბობენ, რომ ჩვენი კონსტიტუცია ფარატინაა
- პაპუაშვილი: მანამდე ჩრდილოეთიდან იყო დეზინფორმაციის ტალღა, ახლა - დასავლეთიდან




