ამერიკელი მწერალი, კორმაკ მაკკართი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მაკკართი ცნობილია, როგორც ვესტერნისა და პოსტ-აპოკალიპტური ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ამერიკელი მწერალი. ის ავტორია არაერთი ცნობილი რომანის, როგორიცაა, No Country for Old Men და The Road. ჯამში, მაკკარტის დაწერილი აქვს თორმეტი რომანი, ხუთი კინოსცენარი და სამი მოთხრობა.
ის როუდ აილენდში 1933 წელს დაიბადა, ხოლო 1937 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად ტენესიში გადავიდა, სადაც მაკკართიმ ბავშვობა გაატარა. პირველი რომანი, სახელად The Orchard Keeper მან 1965 წელს გამოსცა, რითიც 1966 წელს უილიამ ფოლკნერის ფონდის ჯილდო მიიღო. მას შემდეგ, მაკკართიმ კიდევ თერთმეტი რომანი გამოსცა.





