რეკლამა

(რ) ევროკრედიტის სწრაფი ბიზნეს სესხი განახლებული პირობებით დაბრუნდა

დამწყებ ბიზნესებს, სტარტაპებს, ან თუნდაც საშუალო ზომის კომპანიებს, ხშირად უჩნდებათ ფულადი რესურსების სასწრაფო წესით მოძიების საჭიროება მიმდინარე ვალდებულებების დასაფარად, ახალი მანქანა-დანადგარების შესაძენად, თუ სხვა გადაუდებელი საქმიანობის შეუფერხებლად განსახორციელებლად. სწორედ მსგავსი სიტუაციებისთვის შექმნა ევროკრედიტმა 2020 წელს ბიზნეს სესხი, რომლითაც უამრავმა მცირე ზომის საწარმომ უკვე ისარგებლა. 1-ლი ივნისიდან კომპანიამ პროდუქტი განახლებული და, შესაბამისად, გაუმჯობესებული პირობებით წარადგინა, სტატიაში ცოტა უფრო ვრცლად მოგიყვებით ევროკრედიტის სწრაფი ბიზნეს სესხის შესახებ.

რა არის ევროკრედიტის სწრაფი ბიზნეს სესხი?

ევროკრედიტის გუნდში კარგად ესმით ბიზნესის ყოველდღიური გამოწვევების მრავალფეროვნება და აქედან გამომდინარე, პროდუქტი სრულად მორგებულია მცირე თუ საშუალო ზომის კომპანიების განსხვავებულ საჭიროებებზე. ევროკრედიტის სწრაფი ბიზნეს სესხი 10 000  ლარამდე, უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, თანხის მიღება ძალიან სწრაფად, ბიუროკრატიული ბარიერების გარეშეა შესძლებელი. 10 000 ლარზე მეტი თანხის ასაღებად კომპანია უძრავი, ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფას ითხოვს, თუმცა, სესხის გაცემის პროცესი ამ შემთხვევაშიც მინიმალური ბიუროკრატიული ოპერაციებით და მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.

სწრაფი და ეფექტური

ევროკრედიტის ავტოსესხის ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის, რომ სისწრაფე და დროში ეფექტურობა ყველაზე მეტად შეეფერება ამ კომპანიას. შესაბამისად, სისწრაფე და მომხმარებლისთვის პროცესების მაქსიმალურად გამარტივება იყო კომანიის მთავარი ამოცანა, ბიზნეს სესხის განახლებულ პირობებზე მუშაობისას.  ამიტომ, ევროკრედიტის ბიზნეს სესხის მოთხოვნისას, განაცხადის განხილვის ვადა მინიმუმამდეა შემცირებული, თქვენ ასევე არ მოგიწევთ შემოსავლების დადასტურება, სესხის სააპლიკაციო ფორმას კი სულ რამდენიმე წუთში, პირდაპირ ევროკრედიტის ვებ-გვერდზე შეავსებთ.

თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკი 

Eurocredit-ში კარგად ესმით, რომ ყველა ბიზნესს უნიკალური ფინანსური მოთხოვნები აქვს,  სწორედ ამიტომ, ევროკრედიტის ბიზნეს სესხის პირობებში გათვალისწინებულია მომხმარებელზე მორგებული გადახდის გრაფიკი. კომპანიის ბიზნეს საჭიროებებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ევროკრედიტი უზრუნველყოფს, რომ გადახდის გრაფიკი, ბიზნესის ფულადი სახსრების ნაკადს შეესაბამებოდეს,  რაც გაგიადვილებთ კომპანიის ფინანსების მართვას და სესხის დაფარვას.

მართე ბიზნესი ბარიერების გარეშე

ევროკრედიტთან პარტნიორობით არ არსებობს ბარიერები თქვენი ბიზნსისთვის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს საწარმოს ახალი მანქანა-დანადგარები ჭირდება, ახალი პროდუქტის დამატებას გეგმავთ ასორტიმენტში, ან სულაც მიმდინარე ვალდებულებების გადაფარვა გჭირდებათ, ევროკრედიტი ზუსტად თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მხარდაჭერას გაგიწევთ. როდესაც იცით, რომ ევროკრედიტის სწრაფი ბიზნეს სესხი უმოკლეს ვადაში გაიცემა, თავი შეგიძლიათ მშვიდად იგრძნოთ, თქვენი დრო და ენერგია კი საყვარელ საქმეზე ზრუნვას დაუთმოთ.

როგორ მივიღოთ ევროკრედიტის სწრაფი ბიზნეს სესხი?

მანამ სანამ უშუალოდ სესხის მოთხოვნის პროცედურას აგიხსნით, მოკლედ ჩამოგითვლით იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც, საკმარისია, აკმაყოფილებდეთ სესხის მისაღებად:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
  • კომპანიის იურიდიული სახელწოდება და რეკვიზიტები
  • უძრავი ქონების ტიპი 

სესხის მოთხოვნა მარტივად, ევროკრედიტის საიტიდან, მოკლე სააპლიკაციო ფორმის შევსებით შეგიძლიათ. აპლიკაციაში მიუთითებთ კომპანიის სახელწოდებას, წარმომადგენლის ვინაობას, სასურველი თანხის მოცულობას და უზრუნველყოფის საგანს (10 000 ლარზე მეტის მოთხოვნის შემთხვევაში). შესაბამისი ველების შევსების შემდეგ, აჭერთ „განაცხადის გაგზავნას“ და ევროკრედიტის მომსახურების ოფიცერი, სამუშაო საათების განმავლობაში გიკავშირდებათ. ამის შემდეგ, თქვენი საჭიროებებისა და შესაძლებლობებსი ფარგლებში, ევროკრედიტი სასესხო პირობების შეთავაზებას გაგიკეთებთ.

დამატებითი კითხვებისთვის და დეტალების დასაზუსტებლად, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0322904000 ან ეწვიოთ ვებ-გვერდს www.eurocredit.ge

კომენტარები