რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის მშობლიურ ქალაქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

13 ივნისის იერიშის შედეგი

ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 6 ადამიანი და ათობით ადამიანი დაშავდა.

"სამწუხაროდ, ამ დროისთვის ექვსი დაღუპულია. დაშავდა ოცდახუთი ადამიანი, მათგან ათი სერიოზულად და სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ნანგრევებს შორის ვეძებთ. სავარაუდოდ, კიდევ ხუთი ადამიანი არის მოყოლილი ნანგრევებში". – ამბობს კრივოი როგის მერი, ოლეკსანდრ ვილკული. 

ქალაქის მერის თქმით, სარაკეთო თავდასხმა განხორციელდა მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი ჩანს.

"ჩემი თანაგრძნობა ყველას, ვინც ნათესავი დაკარგა! არასდროს ეპატიებათ ტერორისტებს და ყოველი რაკეტისთვის პასუხს აგებენ". – წერს ზელენსკი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით,  გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე იერიში 14 ფრთოსანი რაკეტით მიიტანა, რომელთაგან 10 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა უვნებელყვეს. ამას გარდა გამოიყენეს შაჰედის ტიპის 4 დრონი, რომელთაგან უკრაინამ ერთის ჩამოგდება შეძლო.

კომენტარები