83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
იოსელიანი: 83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არაა ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო

ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მთავარი არხის ჟურნალისტის, ბექა ყორშიას მედია-პრანკს - ყორშია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალდანიშნულ პრეზიდენტს, როინ მეტრეველს პრემიერმინისტრის აპარატის მრჩევლის, აკა მამაცაშვილის ფსევდოსახელით დაუკავშირდა და არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა. ამაზე, როინ მეტრეველმა თქვა - "ჩათვალეთ, რომ ეს მოხერხდება ბატონი ირაკლისთვის და მინდა, რომ საერთოდ იცოდეთ თქვენ, რომ აკადემია მას მხარს სრულფასოვნად უჭერს, ყველაფერზე მზად ვართ. მაგრამ მაგისი არგახმაურება ცოტა ძნელია... ერთი რამე იცოდეთ, რომ ბატონი ირაკლის მხარდაჭერა იქნება 100%-იანი. ერთი იცით რისი მეშინია, რომ დათვური სამსახური არ გავუწიო, თორემ მე პრობლემა არ მაქვს, ჩათვალეთ, აკადემია არის თქვენთან".
ამავე თემაზე
- იოსელიანი მეტრეველზე: ზოგადად არ მიყვარს, როცა ადამიანებს აბუჩად იგდებენ, ესე გავიზარდე
- სახალხო დამცველი პაპუაშვილს მედიის აკრედიტაციის შესახებ წესის ცვლილებისკენ მოუწოდებს
- 2022-ში ადამიანის უფლებების დაცვა რიგი მიმართულებებით გაუარესდა – ომბუდსმენის ანგარიში
- ბოკერია იოსელიანის არჩევაზე: არ უნდა შვრებოდნენ ისინი, ვისაც ამ რეჟიმის დამარცხება უნდა
- ლევან იოსელიანი "სამ მამაც ქალს" - კორძაიას, სამნიძესა და აქუბარდიას მადლობას უხდის