რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდის ოლქში 15 სატვირთო სარკინიგზო ვაგონი რელსებიდან გადავარდა – გლადკოვი

10 ივნისს ბელგოროდის ოლქში 15 სატვირთო სარკინიგზო ვაგონი რელსებიდან გადავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს

"წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის". - წერს გლადკოვი და დასძენს, რომ მატარებელი ცარიელი იყო. 

პარალელურად, რუსული მხარე ავრცელებს ცნობებს კალუგის ოლქში დრონების ჩამოვარდნის შესახებ. ოლქის გუბერნატორის, ვლადისლავ შაფშას ინფორმაციით, ერთი დრონი ჟუკოვსკის რაიონში სოფელ სტრელკოვკასთან ჩამოვარდა, ხოლო მეორე -  მედინსკში. აღსანიშნია, რომ კალუგას საერთო საზღვარი უკრაინასთან არ აქვს და ის ჩრდილოეთით მოსკოვის ოლქს ესაზღვრება.

მომხდართან დაკავშირებით უკრაინა კომენტარს არ აკეთებს.

მაისში მოსკოვმა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებში უკრაინა არაერთხელ დაადანაშაულა. კრემლის მტკიცებით, მოსკოვზე დრონებით შეტევაზე, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა და რამდენიმე შენობა დაზიანდა, უკრაინაა პასუხისმგებელი. უკრაინის სარდლობა დაბომბვებზე კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები