თურქეთის ავიახაზები

Turkish Airlines-ის სტამბოლი-ნიუ იორკის რეისზე ავარიული დაშვებისას 11 წლის ბავშვი დაიღუპა

Reuters

სტამბოლიდან ნიუ იორკში მიმავალი Turkish Airlines-ის რეისზე გონების დაკარგვის შედეგად 11 წლის ბავშვი დაიღუპა. საინფორმაციო სააგენტო MTI-ის ინფორმაციით, ბუდაპეშტში თვითმფრინავის ავარიული დაშვების შემდეგ, სამედიცინო პერსონალის მიერ ბავშვის რეანიმაცია უშედეგო აღმოჩნდა.

MTI-ის ცნობით, აეროპორტის სამედიცინო პერსონალი ადგილზე თვითმფრინავის დაშვებისთანავე მივიდა, თუმცა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.

კომენტარები