რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებს ხერსონიდან მხოლოდ რუსული პასპორტის მქონე მოქალაქეები გამოჰყავთ – უკრაინის გენშტაბი

კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად დატბორილი ხერსონი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებისა და წყალდიდობის შემდეგ, რუსი დამპყრობლები დროებით ოკუპირებული ხერსონიდან მხოლოდ რუსული პასპორტის მქონე მაცხოვრებლებსის ევაკუაციას ახდენენ.

"ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილში მდებარე დასახლებებში რუსი ოკუპანტები აგრძელებენ დანაშაულის შედეგების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას." - წერია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

გარდა ამისა, გენშტაბის თქმით, რუსები იძულებით აძევებენ სამოქალაქო პირებს სახლებიდან, რათა ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების ჯარისკაცები დაბანაკდნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობისა და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, 6 ივნისს რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

უკრაინული მხარე კაშხლის აფეთქებაში რუს ოკუპანტებს ადანაშაულებს. რუსეთი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და საბოტაჟს უწოდებს. 

კომენტარები