ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 13 ივნისამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

"თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი" - აღნიშნავს სააგენტო.

კომენტარები