რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი დააწესა

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი დააწესა. ახალი სანქციების მიზანი ექსპორტისა და რუსეთის მიერ დასავლეთის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შეზღუდვაა.

სანქციების ახალი პაკეტი ოქროს, ცემენტის, ხე-ტყისა და რეზინის იმპორტს კრძალავს, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა.

"ჩვენ ასევე ვბლოკავთ ბანკნოტებისა და აღჭურვილობის ექსპორტს დიდი ბრიტანეთიდან ბელარუსში, ასევე, საქონლის, ტექნოლოგიისა და მასალების ექსპორტს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებისთვის". - წერია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

ამავდროულად, ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების ერთ-ერთი მიზანი ბელარუსული მედიის მიერ გაერთიანებულ სამეფოში პროპაგანდის გავრცელების აღკვეთაა. 

"სოციალური მედიის კომპანიები და ინტერნეტ სერვისის პროვაიდერები შეზღუდავენ წვდომას სანქცირებული ბელარუსული მედიის ვებგვერდებზე, როგორც ეს უკვე ხდება რუსული პროპაგანდისტული ორგანიზაციების შემთხვევაში". - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, სანქციები ითვალისწინებს იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება.

კომენტარები