საქართველო-ევროკავშირი

ბოკერია: აშშ-სა და EU-სთან რეალური დაახლოების ნაცვლად, საქართველო მტრის ბანაკში განიხილება

დღეს, იმის ნაცვლად, რომ ვლობირებდეთ ყველგან NATO-ს წევრობას, საქართველოს თანამშრომლობას აშშ-სთან უსაფრთხოების სფეროში, ევროკავშირთან რეალურ დაახლოებას, ჩვენ ვართ პროცესში, სადაც საქართველო მტრის ბანაკში განიხილება. რამდენად ღრმად შევიდა მტრის ბანაკში, სანქციებს როდის დაუწესებენ, იქნება ეს წერტილოვანი თუ არა, ეს არ ვიცით, თუმცა ეს არ ცვლის სურათს, რადგან სურათი უკვე დიდი ხანია არის კატასტროფული. 

ყველას უნდა ესმოდეს, რომ რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა გქონდეს, ეს რეჟიმი უპირისპირდება დასავლეთს, რომელიც გვჭირდება მორალურად, როგორც ჩვენი იდენტობის ნაწილი და პრაგმატულად, როგორც ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი. ანუ, ხელისუფლება მარტოებს გვტოვებს ჩვენი მთავარი საფრთხის წინაშე, რაც შემდგომში ჩვენი ქვეყნის დასაცავად გამოიწვევს მეტ მსხვერპლს, თუ ეს რეჟიმი არ შეიცვალა დემოკრატიულად. 

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ფორმულას ეთერში.

კომენტარები