რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

რუსეთმა ტიუმენის ოლქიდან ომში დაღუპული სამხედროების შვილებს ცირკის ბილეთები გადასცა

რუსეთის ტიუმენის ოლქიდან მობილიზებულ სამხედროების ოჯახებს სახელმწიფომ ცირკის ბილეთები გადასცა, რომელიც ივნისში გაიმართება. ბილეთები იმ ბავშვებს გადაეცათ, რომლებსაც მამები უკრაინის "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" დაეღუპათ.

"ბილეთები სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის წარმომადგენლებმა დაარიგეს. სიები თავად შეადგინეს". - აღნიშნავს წყარო რუსულ მედიასთან.

ინფორმაცია ბილეთების გაცემის შესახებ მედიას ტიუმენის რეგიონის სოციალური განვითარების დეპარტამენტში დაუდასტურეს.

რუსული მედია წერს, რომ დამატებით დეტალებისთვის ისინი რეგიონული სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს დაუკავშირდნენ, თუმცა, ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ.

კომენტარები