კუბა გუდინგ ჯუნიორი

მომჩივანმა კუბა გუდინგის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი გაუპატიურების საქმე გაიტანა

გაუპატიურებაში ბრალდებული კუბა გუდინგ ჯუნიორის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი, მომჩივანმა სასამართლოდან გაიტანა. ექსპერტების აზრით მსახიობმა ბრალმდებელთან შეთანხმებას მიაღწია.

2020 წელს ქალმა, რომლის სახელი საზოგადოებისთვის უცნობია მსახიობი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ქალის თქმით შემთხვევა 2013 წელს ნიუ-იორკში მოხდა. გუდინგ ჯუნიორი ყველა ბრალდებას უარყოფს. 

ოსკაროსანი მსახიობი სექსუალურ ძალადობაში სულ 30-დე ქალმა დაადანაშაულა. აქედან სასამართლომდე რამდენიმე საქმე მივიდა. გუდინგ ჯუნიორს ნებართვის გარეშე შეხებას და კოცნას ედავებოდნენ. 2022 წელს მსახიობმა აღნიშნულ საქმეზე თავი დამნაშავედ ცნო, რითაც პატიმრობას გადაურჩა და მხოლოდ დაჯარიმდა.

კუბა გუდინგ ჯუნიორი 1990-2000-იან წლებში პირველი სიდიდის ვარსკვლავი იყო. 1997 წელს, ჯერი მაკგუაიერში შესრულებული როლისთვის მსახიობმა ოსკარი მიიღო. 2010-იან წლებში მას კარიერული დაღმასვლა დაეწყო, თამაშობდა ძირითადად დაბალბიუჯეტიან მძაფრსიუჟეტიან ფილმებში, ბოლო წარმატებულ როლი შეასრულა სერიალ American Crime Story-ს პირველ სეზონში, სადაც რეალურად არსებული მკვლელობაში ბრალდებული სპორტსმენი ო ჯეი სიმპსონი განასახიერა.

კომენტარები