კუბა გუდინგ ჯუნიორი

უცნობმა ქალმა მსახიობი კუბა გუდინგ ჯუნიორი გაუპატიურებაში დაადანაშაულა

Fox News

ქალმა, რომლის ვინაობა ცნობილი არ არის, ჯერი მაკგუაიერის ვარსკვლავი, ოსკაროსანი მსახიობი, კუბა გუდინგ ჯუნიური გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

დაზარალებულის თქმით, ინციდენტი ნიუ-იორკში 2013 წელს მოხდა. ქალმა მსახიობი გრინვიჩ-ვილიჯში გაიცნო, მათ ბარში გადაინაცვლეს, ცოტა ხანში გუდინგმა ქალი სასტუმროს ნომერში დაპატიჟა. ნომერში შესვლისთანავე მსახიობი გაშიშვლდა, ქალმა წასვლა სცადა, მაგრამ თავდამსხმელმა კარი ჩაკეტა, ლოგინზე დააგდო და ორჯერ, ვაგინალურად და ანალურად გააუპატიურა.

გუდინგის ადვოკატი ბრალდებას უარყოფს.

გარდა ამისა, 2019 წელს მსახიობი ექვსმა სხვადასხვა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

კომენტარები