შშმ პირებზე ძალადობა

შესაძლო სექსუალური ძალადობა შშმ პირებზე – მუქარის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

shutterstock

6 ივნისს თბილისის, აჭარის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე მიმართვების საფუძველზე  გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით არაერთი პირი უკვე გამოიკითხა, ამასთან გამოძიების ფარგლებში არსებული საქმის მასალების შესწავლა მიმდინარეობს.

რაც შეეხება, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, დაკავებულია 1 პირი. 

"რაც შეეხება, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მუქარის ფაქტზე - სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების გამო 1985 წელს დაბადებული ე.მ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ.მ.-ს. გამოძიების პირველად ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მუქარის ბრალდებით ე.მ. დააკავეს".- ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები