ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 10 ივნისამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ივნისს საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ზოგან ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსი იქნება.

8-9 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და +31, + 33 გრადუსამდე დაცხება. აღმოსავლეთ საქართველოში კი, იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონებში.

"თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +28 გრადუსი იქნება" - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები