ძალადობა არასრულწლოვნებზე

სავარაუდოდ, არასრულწლოვან გოგონებს სექსუალურად ავიწროებდნენ – შშმ ქალთა ალიანსი

dw.com

შშმ ქალთა ალიანსის ხელმძღვანელის, დეა ერემაშვილის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვანი გოგონების მიმართ, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახის შევიწროება მიმდინარეობდა. როგორც ერემაშვილი ამბობს, მათ შორის არის არასასურველი შეხებისა და გოგონების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გაგზავნის ფაქტები.

"რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში მიმდინარეობდა საკითხის განხილვა, რომ არსებობდა ვიდეოები არასრულწლოვნების მონაწილეობით, არსებობდა სხვადასხვა სიმძიმის შევიწროების ფაქტები. ამ აქტივისტებმა დაიწყეს მოკვლევა, თუ რამდენი იყო, რა ხდებოდა. ამ საუბრის დაწყებამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და შემდეგ უკვე აღნიშნულ თემაზე არაერთი ადამიანი ალაპარაკდა. გოგოები მოდიან, მათ მიმართ ძალადობაზე საუბრობენ და კონკრეტულ ადამიანებს ასახელებენ [...] როგორც ჩემთვის ცნობილია, ასაკი 8 წლიდან იწყება და ზევით მიდის. საუბარია სხვადასხვა ტიპის შევიწროებაზე - არასასურველ შეხებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გაგზავნაზე [...] როგორც მე ვიცი, ასეთი ამბები ხდებოდა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში". - თქვა დეა ერემაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ფაქტის შესახებ პროკურატურას უკვე მიმართა. როგორ დეა ერემაშვილი ამბობს, არსებობს 27-ზე მეტი ვიდეოჩანაწერი, რომელსაც სამართალდამცავებს წარუდგენენ.

კომენტარები