ირაკლი ღარიბაშვილის ყველა გამოსვლა, მისი განცხადებები და გამოყენებული საერთაშორისო პლატფორმები ყოველთვის გაჯერებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის და ამბობს სიმართლეს. მესმის, რომ ეს ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მტკივნეული და რთულად მოსასმენია, თუმცა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, უნდა ვუთხრათ სიმართლე მეგობრებს. ყოველთვის უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები... ჩვენ ძალიან რთული და ცუდი გამოცდილება გვაქვს, გვქონდა ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი - მშვიდობიანი მოსახლეობა, დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი გმირი ჯარისკაცები და რა მივიღეთ ამით?! მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება და აღშფოთება. ასე რომ, უნდა გავაცნობიეროთ უახლესი წარსული და გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები.
ქართული ოცნება
კალაძე: პრემიერის გამოსვლები ქვეყნის ინტერესითაა გაჯერებული, პარტნიორებისთვის მტკივნეულია
tbl.ge/6eau
დაკოპირდა

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას. 30 მაისს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ჰკითხეს, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც მან უპასუხა, რომ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის სურვილია, გახდეს NATO-ს წევრი.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




