რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: უკრაინამ რუსეთში დივერსიული ჯგუფები შეიყვანა, რომელთაც თავდასხმებისთვის დრონებს აწვდის

უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე აგენტების ქსელი შექმნა, რომლებსაც რუს სამიზნეებზე თავდასხმისთვის დრონებს აწვდის. ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები CNN-თან ანონიმურობის პირობით საუბრობენ

აშშ-ის მაღალჩინოსნების აზრით, უფრო რეალურია, რომ უკრაინიდან რუსეთზე იერიშის მიტანის ნაცვლად, მაისის დასაწყისში კრემლზე დრონებით თავდასხმა სწორედ ამ ძალებს განეხორციელებინათ.

წყაროებისთვის უცნობია, ბოლო დღეებში რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმები, მათ შორის, მოსკოვის მიმდებარედ და სამხრეთ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში ასევე განხორციელდა რუსეთის შიგნიდან თუ პროუკრაინული ქსელის მიერ.

აშშ-ის მაღალჩინოსნების თქმით, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ რომელიმე თავდასხმა აშშ-ის მიერ მიწოდებული დრონების გამოყენებით მოხდა.

ასევე, წყაროებმა ზუსტად არ იციან, თუ როგორ მოახერხა უკრაინამ დრონების რუსეთის საზღვრის მიღმა გადატანა, თუმცა, CNN-თან საუბრისას ორმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ არსებობს კონტრაბანდული მარშრუტები, რომლებიც რუსეთში დრონების, ან მისი კომპონენტების გადასატანად შეუძლიათ გამოიყენონ.

კომენტარები