რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: მაისში რუსეთმა უკრაინაში შაჰედის ტიპის 300-ზე მეტი ირანული დრონი გაუშვა

Shahed-136-ის ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონი
ირანული მედია

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, მაისში რუსეთმა უკრაინაში 300-ზე მეტი შაჰედის ტიპის ირანული დრონი გაუშვა. 

ამასთანავე, ბრიტანეთის დაზვერვის განმარტებით, რუსეთი ირანულ დრონებს ინტენსიურად იყენებს, რათა უკრაინა აიძულოს, მათ მოსაგერიებლად მოწინავე საჰაერო თავდაცვითი რაკეტები გამოიყენოს. 

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დიდ წარმატებას მიაღწია. უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების მინიმუმ 90%, ძირითადად, ძველი და იაფი საჰაერო თავდაცვის იარაღისა და ელექტრონული გზის გადაჭრის გამოყენებით გაანეიტრალა". - წერს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური. 

მათივე განმარტებით, რუსეთი ასევე ცდილობდა უკრაინული ძალების ადგილმდებარეობის დადგენასა და ფრონტის ხაზე იერიშის მიტანას. თუმცა, რუსული არმიის დარტყმები შორ მანძილზე არაეფექტურია. 

კომენტარები