NATO-რუსეთი

ბალტიის ზღვაში NATO-ს წვრთნებიდან ერთი დღის შემდეგ, რუსეთი საპასუხო წვრთნებს იწყებს

ბალტიის ზღვაში NATO-ს წვრთების დაწყების შემდეგ, რუსეთი საპასუხო წვრთნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ს საზღვაო ძალების ინფორმაციით, NATO-ს მხარეს წვრთნებში 6 000-მდე სამხედრო პერსონალი, 50 ხომალდი და 45-ზე მეტი თვითმფრინავი მონაწილეობს. ასევე, ფინეთი, როგორც ალიანსის წევრი, წვრთნებში მონაწილეოას პირველად მიიღებს. 

რუსი სამხედროების თქმით, წვრთნები, რომელიც 15 ივნისამდე გაგრძელდება, შედგება 40-მდე ხომალდისა და კატარღისგან, ასევე 25 თვითმფრინავისა და დაახლოებით 3 500-მდე სამხედრო პერსონალისგან.

დღეს, 5 ივლისს მოსკოვმა წვრთნები იაპონიის ზღვაშიც დაიწყო, რომელშიც, მისი წყნარი ოკეანის ფლოტიდან, 60-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემები ჩაერთვებიან.

კომენტარები