რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა რუსი მებრძოლები დაატყვევა და გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვს

ფოტო რუსული მოხალისეთა კორპუსის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

რუსული მოხალისეთა კორპუსისა (РДК) და ლეგიონი რუსეთის თავისუფლების მებრძოლები აცხადებენ, რომ მათ ბელგოროდის ოლქში რუსი ჯარისკაცები დაატყვევეს და ადგილობრივ გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ.

"ბატონო გლადკოვ! დღეს დიდი მართლმადიდებლური დღესასწაულია, სამების დღესასწაული.

როგორც კეთილგანწყობის ჟესტი, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ რუსეთის ფედერაციის მთავრობაში, ჩვენ მზად ვართ გადმოგცეთ ეს ტყვედ ჩავარდნილი, რიგითი რუსი ჯარისკაცები, რათა თქვენთან პირადად გესაუბროთ - განვიხილოთ რეგიონში არსებული მდგომარეობა და, რაც მთავარია, ვისაუბროთ მის მომავალსა და, ზოგადად, რუსეთის მომავალზე.

ამიტომ, დიალოგზე ნოვაია ტავოლჟანკაში, ეკლესიაში გეპატიჟებით.

მოდით სასწრაფო დახმარების მანქანით, მძღოლის თანხლებით, შეუიარაღებელი. მე პირადად მოვალ ლეგიონის რუსეთის თავისუფლების მებრძოლების წარმომადგენელთან და პატიმრებთან ერთად." - ამბობს რუსული მოხალისეთა კორპუსის წარმომადგენელი ვიდეომიმართვაში.

მოხალისეთა კორპუსის მებრძოლებმა ვიდეო უცნობ ოთახში გადაიღეს, სადაც უცნობი შიშველი პირი იწვა იატაკზე. ვიდეოს გადაღების ადგილი გაურკვეველია.

კომენტარები