რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთის აგრესიას, სულ მცირე, 500 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Vladislav Culiomza/Reuters

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, სულ მცირე, 500 ბავშვი დაიღუპა. მან აღნიშნა, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა და რუსული ოკუპაციის გამო დაზარალებული ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგება შეუძლებელია

"რუსული აგრესიის მსხვერპლი უდანაშაულო ბავშვების სიაში უკვე, სულ მცირე, 500 ჩვენი ბავშვი შედის". - დაწერა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ბავშვებს შეეძლოთ, გამხდარიყვნენ ცნობილი მეცნიერები, მხატვრები, ჩემპიონები სპორტში, შეექმნათ უკრაინის ისტორია. 

"რუსული იარაღი და სიძულვილი უკრაინელ ბავშვებს კვლავაც ყოველდღიურად ართმევს სიცოცხლეს და უნგრევს ცხოვრებას" - წერს პრეზიდენტი. 

კომენტარები