ევროპარლამენტი

"ამ საქმეში მე არანაირი როლი არ მაქვს" – ევა კაილი კორუფციის საქმეზე

ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი, ევა კაილი

ევროპარლამენტის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ევა კაილიმ თქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ კატართან დაკავშირებული კორუფციული გამოძიების გამო დამნაშავე არ არის და 4 თვეზე მეტი ციხეში უმიზეზოდ გაატარა.

"ციხეში ჩამასვეს ისეთი რაღაცის გამო, რაშიც არ ვმონაწილეობდი. ძალიან  აშკარაა, რომ მე ამ საქმეში არანაირი როლი არ მაქვს. ყველაფერი, რაც მე ვთქვი ან გავაკეთე, საჯაროა, მათ შორის კატართან დაკავშირებით, და მე არ მაქვს ევროპარლამენტზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა." - უთხრა კაილიმ ფრანგულ გაზეთ Libération-ს თავის პირველ ვრცელ ინტერვიუში მას შემდეგ, რაც ის გასული წლის დეკემბერში დააკავეს.

9 დეკემბერს ბელგიის პოლიციამ, რამდენიმე ჩხრეკის შემდეგ, ევროპარლამენტთან დაკავშირებული სულ მცირე, 4 ადამიანი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.

ბელგიის პროკურატურის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დაახლოებით €600 000 ნაღდი ფული. პროკურატურის წარმომადგენლის, ერიკ ვან დუისის თქმით, გამომძიებლები ეჭვობენ, რომ კატარს ევროკავშირში პოლიტიკურად სტრატეგიული პირების მოსყიდვა სურს.

კომენტარები