რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

3 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ზელენსკიმ უკრაინაში თავშესაფრების შემოწმების ბრძანება გასცა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Vladislav Culiomza/Reuters

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავშესაფრების შემოწმების ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც გასულ დღეებში საჰაერო თავდასხმებს 9 წლის გოგონა, მისი დედა და კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა - მათ დაბომბვის დროს თავშესაფარში შესვლა ვერ მოახერხეს, რადგან ის დაკეტილი იყო.

ზელენსკის თქმით, ამ ადამიანების დაღუპვამ ძალიან ძლიერი რეაქცია გამოიწვია და ბრძანება უკვე გაიცა, რომ შემოწმდეს თავშესაფრბეი როგორც დედაქალაქის, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"სამწუხაროდ, დღესაც, ამ ყველაფრის შემდეგ, კიევის მოსახლეობა კვლავ ავრცელებს ინფორმაციას თავშესაფრების მიუწვდომლობის შესახებ.  არა მხოლოდ დახურულ თავშესაფრებზე, არამედ ქვეყნის ზოგ რეგიონში მათ არარსებობაზეც. ქალაქში დაუდევრობის ეს დონე არ შეიძლება რაიმე მიზეზით იყოს გამართლებული". - ამბობს ზელენსკი. 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ თქვა, რომ მას მთელი ქვეყნის მასშტაბით თავშესაფრების ინსპექტირება დაევალა და რომ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური და ეროვნული პოლიცია უკვე ამ საკითხზე მუშაობს. 

"ნებისმიერი დარღვევა იქნება გაცხადებული და პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან". - წერს ის.

კომენტარები