რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი: უკრაინის პარტნიორ ქვეყნებში წარმოებული ნაწილები ირანულ დრონებში აღმოვაჩინეთ

ოლექსი დანილოვი
AP Photo/Efrem Lukatsky

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, ირანული წარმოების შაჰედის ტიპის დრონებში, რომელთაც რუსეთი უკრაინაზე იერიშის მისატანად იყენებს, უკრაინის მოკავშირე ქვეყნებში წარმოებული სათადარიგო ნაწილები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება

"ჩვენ დავშალეთ ისინი [დრონები] და, სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ ნაწილები, რომლებიც არ იწარმოება არც ირანში და არც რუსეთში". - თქვა დანილოვმა.

მისივე ვარაუდით, ნაწილები რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდეა შეძენილი, რადგან დრონები, დანილოვის თქმით, ძირითადად 2019-2021 წლებშია წარმოებული.

დანილოვმა ასევე დასძინა, რომ აუცილებელია იმის გაგება, თუ როგორ ხვდება დასავლური ნაწილები რუსეთის ფედერაციაში, მიუხედავად სანქციებისა.

კომენტარები