მკვლელობა ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში ძმამ ძმა მოკლა

ხელვაჩაურში ძმამ ძმა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ კიბეში მოხდა. 

შსს-ს განცხადებით ბრალდებულმა, 1988 წელს დაბადებულმა რ.ლ.- მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ძმა - 1993 წელს დაბადებული რ.ლ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109- ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები