გერმანია

გერმანიაში დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული ქართველი კაცი, რომელსაც 18 წელი ეძებდნენ

გერმანიაში, დორტმუნდის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

გერმანული გამოცემები წერენ, რომ 52 წლის კაცი სამშაბათს აეროპორტში დააკავეს, სადაც ქუთაისიდან ჩაფრინდა. მას ბრალი 2005 წლის ზაფხულში, გრაცში, კაცის მკვლელობაში ედება.

ბრალდებულის თქმით, პასპორტ-კონტროლის დროს პრობლემები ხშირად ჰქონდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში შესვლას და მის დატოვებას მაინც ახერხებდა. დაკავებული საერთაშორისო ძებნაში იყო. 

კომენტარები