რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უნგრეთი უკრაინის NATO-ში მიღების ვილნიუსის სამიტის დღის წესრიგში შეტანას ეწინააღმდეგება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი ივლისში ვილნიუსის სამიტზე დღის წესრიგში არ უნდა იყოს. ამის შესახებ სიიარტო საკუთარ Facebook-ზე წერს.

"ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიოები: იმ ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება, რომელიც ამჟამად ომშია, არ შეიძლება იყოს დღის წესრიგში". - წერს სიიარტო.

სიიარტოს მტკიცებით, ასევე არ უნდა იქნეს განხილული უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გრაფიკი.

უნგრეთი, რომელიც როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს წევრი ქვეყანაა, არაერთხელ შეეწინააღმდეგა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს და რამდენჯერმე ალიანსის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტიც დაბლოკა. ამ მიზეზით, უნგრეთი არაერთხელ გახდა დასავლელი ქვეყნების კრიტიკის ობიექტი.

კომენტარები