ჩრდილოეთ იტალია

ჩრდილოეთ იტალიაში ნავის ჩაძირვას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ იტალიაში, მაგიორეს ტბაზე ნავი ჩაიძირა, რომელზეც ტურისტებიც იმყოფებოდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 

ხუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იტალიური მედიის ცნობით, გემზე ბრიტანელები და იტალიელები იყვნენ. 

ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტმა, ატილიო ფონტანამ თქვა, რომ "ძალიან სერიოზული ინციდენტი" უამინდობის გამო მოხდა.

იტალიური საინფორმაციოს ცნობით, ქარიშხლის ამოვარდნის დროს, რამაც ნავის ჩაძირვა გამოიწვია, ნავში დაახლოებით 25 ადამიანი იყო, რომელიც დაბადების დღეს აღნიშნავდა. 

კომენტარები