რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიაში უკრაინელი სამხედროების Abrams-ის ტიპის ტანკებზე წვრთნები დაიწყო

აშშ-ს არმიის M1A1 Abrams-ის ტანკები NATO-ს  Forward Presence-ის საბრძოლო ჯგუფის სამხედრო წვრთნებზე ლატვია, 2021 წლის 26 მარტი
REUTERS/Ints Kalnins

გერმანიაში უკრაინელი სამხედროების Abrams-ის ტიპის ტანკებზე წვრთნები დაიწყო. წვრთნებში დაახლოებით 400-კაციანი ჯგუფი იღებს მონაწილეობას.  

ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, წვრთნა გერმანიაში დაახლოებით 10-12 კვირა გაგრძელდება და ფოკუსირებული იქნება ტანკების მართვაზე, ტანკების მანევრირებასა და მოვლაზე.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, სპეციალურად უკრაინელების წვრთნებისთვის გერმანიაში დაახლოებით 31 ტანკი გაგზავნეს.

"როგორც აქამდე განვიხილეთ, ეს ვრცელი საწვრთნელი პროგრამა უკრაინის ეკიპაჟებისთვისა და ტანკების ტექნიკური მომსახურების ჯგუფებისთვის მიზნად ისახავს მათ მომზადებას მომავალში მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად, M-1 ტანკების ეფექტიანი მართვისთვის და უკრაინელი ხალხის დასაცავად". – თქვა 15 მაისის ბრიფინგზე პატ რაიდერმა. 

კომენტარები