რუსი ოპოზიციონერები

ბერლინში რუსი ოპოზიციონერების შესაძლო მოწამვლის თაობაზე გამოძიება დაიწყო

ბერლინის პოლიციამ ორი რუსი ჟურნალისტის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჟურნალისტები ბერლინში გასულ თვეს კრემლის კრიტიკოსის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იყვნენ. 

რუსული საგამოძიებო მედიის Agentstvo-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ორ მონაწილეს, რომლებიც 29-30 აპრილს ბერლინში შეხვედრას ესწრებოდნენ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. Agentstvo-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ფონდ Free Russia Foundation-ის ხელმძღვანელი, ნატალია არნოა. მეორე კი ჟურნალისტია, რომელმაც რუსეთი ცოტა ხნის წინ დატოვა.

არნომ თავისი ისტორია Facebook-ზე დაწერა, სადაც ამბობდა, რომ მას "უცნაური სიმპტომები" აღენიშნებოდა, ჰქონდა ტკივილები და დაბუჟება, რომელიც ბერლინში დაეწყო და პრაღაში ჩაფრენის შემდეგ გააუარესდა. 

Agentstvo-ს ინფორმაციით, არნოს შესაძლო მოწამვლას აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იძიებს. 

კომენტარები