რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: აშშ უკრაინას $375 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე. 2023 წლის 21 მაისი.
Jonathan Ernst/Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კიევისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

"აშშ კვლავ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა გააძლიეროს უკრაინის თავდაცვა". - აღნიშნა ბაიდენმა და გაიმეორა მისი ბოლო გადაწყვეტილება უკრაინაში F16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გაგზავნის დაშვებასა და უკრაინელი მფრინავების წვრთნების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. 

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კრემლზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას უზრუნველყოფს. 

ახალი პაკეტი, რომლის ღირებულებაც $375 მილიონს შეადგენს, მოიცავს საატილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკასა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს - დამატებით ყველა იმ აღჭურვილობას, რომელიც აშშ-მა და მოკავშირეებმა ომის დაწყების შემდეგ კიევს გადასცეს.

ბაიდენმა უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენინტეტზე მოლაპარაკება შეუძლებელია. 

"ის, რასაც თქვენ მიაღწიეთ მსოფლიო დონის საკითხია და ჩვენ აღფრთოვანებული ვართ იმით, რაც აქამდე შეძელით. ერთად, დიდი შვიდეულის სრული შემადგენლობის მხარდაჭერით, ჩვენ უკრაინას ზურგს ვუმაგრებთ და გპირდებით, არსად წასვლას ვაპირებთ". - თქვა ბაიდენმა. 

კომენტარები